პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსული კანონის ეპოპეა დასრულდა და ყველა მიხვდა, რომ ეს ყველაზე ქართული კანონია, რომელიც პარლამენტს როდისმე მიუღია. ამას კი ის ფაქტიც მოწმობს, რომ ბოლო აქცია დაიშალა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ „რუსული კანონის“ შესახებ დასმულ კითხვას.
„ამდენი იმდენი ვილაპარაკე, რომ კიდევ "რუსული კანონი" დაუძახოთ?[ჟურნალისტს] ხომ ჩაიარა ამ ამბავმა? ბოლო აქცია დაიშალა, ყველა მიხვდა რასთან გვაქვს საქმე. ამაზე გაბრაზებულები დარბიან ახლა ოპოზიცია და NGO-ები და კედლებზე რაღაცებს აწერენ, მორჩა ეს ეპოპეა - რუსული კანონი, ჩაილურის წყალი დალია ამ ეპოპეამ. ეს არის ქართული კანონი, რომელიც მიიღო პარლამენტმა, რომლის მიზანიცაა ყველა, ვინც რუსეთის ან სხვა ქვეყნის დაფინანსებით მოქმედებს საქართველოში ყველას ფინანსები ცნობილი იყოს, ეს არის ყველაზე ქართული კანონი, რომელიც მიუღია ქართულ პარლამენტს“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მხარს უმრავლესობის ყველა წევრი უჭერს, მათ შორის ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.