მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 ოქტომბრის საქმეზე 64 ბრალდებულის მიმართ ბრალდების დაზუსტება მიმდინარეობს - პროკურატურა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე 64 პირის მიმართ მიმდინარეობს ბრალდების დაზუსტების პროცედურა.

უწყების ცნობით, 63 პირს ბრალდება მხოლოდ ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში უზუსტდება, ხოლო კვალიფიკაცია უცვლელად რჩება.

ერთ ბრალდებულს ნანა სანდერს, ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილშიც უზუსტდება. პროკურატურის განმარტებით, სანდერს თავდაპირველად ბრალად ედებოდა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), ხოლო ამჟამად ბრალდება მოიცავს დამატებით 317-ე მუხლსაც – საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გრძელდება.

საქმე ეხება 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებს, რომელთა ფარგლებში გამოძიების ვერსიით, ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ ძალადობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები