საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, 14 საათზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელებს. ესენია:
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების თაობაზე”, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის N177 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” .
- საიდუმლო