მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4 თვეში ღვინის ექსპორტი მცირედით $73.5 მილიონამდე გაიზარდა - რომელ ქვეყნებშია კლება/მატება?

ქართული ღვინო

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ღვინის გაყიდვებით 73.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტი წლიურად მხოლოდ 2.2%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა 3.3%-იანი წილით მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ღვინის გაყიდვებში, ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად რუსეთს უკავია. 4 თვეში ექსპორტის 61% სწორედ ჩრდილომოსაზღვრე ქვეყანაზე მოდიოდა. TOP-10 საექსპორტო ქვეყანას შორის რუსეთში, უკრაინაში, გერმანიასა და ლიეტუვაში გადაზიდვები გაზრდილია, პოლონეთის, ჩინეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ლატვიისა და აშშ-ის მიმართულებით კი შემცირებული. ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  1. რუსეთი - $44.9 მლნ, 15 293 509 ლიტრი;
  2. პოლონეთი - $5.5 მლნ, 2 133 305 ლიტრი;
  3. უკრაინა - $3.8 მლნ, 1 382 904 ლიტრი;
  4. ჩინეთი - $3.2 მლნ, 1 176 060 ლიტრი;
  5. გერმანია - $2.5 მლნ, 531 901 ლიტრი;
  6. ბელარუსი - $1.7 მლნ, 608 157 ლიტრი;
  7. ყაზახეთი - $1.6 მლნ, 479 498 ლიტრი;
  8. ლატვია - $1.4 მლნ, 377 282 ლიტრი;
  9. აშშ - $1.4 მლნ, 237 074 ლიტრი;
  10. ლიეტუვა - $859 ათასი, 220 942 ლიტრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები