მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $5.5 მილიონის ხურმა და კარალიოკი გავიდა

5fce2e9f83fa1
თელარა გელანტია
07.12.20 17:30
1082
2020 წლის 1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 10 332 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, შედეგად, ქვეყანამ 5.5 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმის და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა - 38%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 41%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წელს ხურმა და კარალიოკი ექსპორტზე, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (4 510 ტონა), უკრაინასა (3 121 ტონა) და სომხეთში (2 556 ტონა) გავიდა. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები