მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის დაფინანსების პროგრამაზე ბევრი განაცხადია შემოსული - მინისტრი

სოფლის მეურნეობა
BM. GE
15.10.23 11:31
39

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონებისთვის გამოცხადებულ სამეწარმეო საქმიანობის დაფინანსების ახალ პროგრამით სარგებლობაზე ძალიან ბევრი განაცხადია შესული. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

ოთარ შამუგიამ რაჭაში, სოფელ საკეციაში, დავით ციმაკურიძის ოჯახურ რთველში მონაწილეობისას რთველის სუბსიდირების და მეწარმეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად განხორციელებული სუბსიდირების მეშვეობით, მევენახეები იღებენ კარგ შემოსავალს. ვფიქრობთ, რომ წელს, რაჭაში, დაახლოებით 1500 ტონაზე მეტი იქნება მოსავალი. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ დარგის განვითარებას და ვენახების გაშენების პროცესს. გვაქვს ახალი პროგრამა მაღალმთიანი რეგიონებისთვის, რომლის ფარგლებშიც ვაფინანსებთ სამეწარმეო საქმიანობას, მათ შორის არის მარნების მოწყობის დაფინანსება, ახალი საწარმოების შექმნა, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მევენახემ შეძლოს ღვინის დაწურვა, დაყენება და უფრო მაღალი შემოსავლით მისი რეალიზება; საკმაოდ ბევრი განაცხადია შემოსული ახალი პროგრამით სარგებლობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

რაჭაში, სოფელ საკეციაში, მევენახე დავით ციმაკურიძეს მუჯურეთულის, ალექსანდროულის, ცოლიკაურის და ციცქას ჯიშის ყურძენი 15 ჰა ფართობზე აქვს  გაშენებული. მინისტრმა დავით ციმაკურიძის ღვინის მარანიც „საკეციის მარანი” დაათვალიერა, რომელიც მევენახე ფერმერმა სოფლის განვითარების სააგენტოს  „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების“ პროექტით თანადაფინანსებით გახსნა.  შპს "საკეციის მარანს" წლიურად 15 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. მარანში წელს პირველად დააყენებენ ღვინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები