მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

40 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური ბრუნვა მარტში

6426dc41b358c
გიორგი თოლორდავა
31.03.23 18:08
2670
საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო აქტივობის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება - მარტში ბირჟაზე 923 ლარის ღირებულების მხოლოდ ერთი ტრანზაქცია შედგა.

აღნიშნული ტრანზაქცია, ტრადიციულად, „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება. დღიური საშუალო ბრუნვის მოცულობა მარტში 40 ლარი იყო, ნაცვლად თებერვალში დაფიქსირებული 804 ლარისა.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 750 მილიონ დოლარს აღწევს.

ცნობისთვის, გასულ 2022 წელს ბირჟაზე საერთო ჯამში 34 გარიგება შედგა, რომელთა საერთო მოცულობა 6.6 მილიონ ლარს შეადგენდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები