მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$40 მილიონის გაყიდვის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 1 თეთრით გამყარდა

5f183cf9a41a6
შოთა ტყეშელაშვილი
22.07.20 17:20
1284
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რიგით მეცხრე სავალაუტო ინტერვენცია განახორციელა და $40 მილიონი აშშ დოლარიც გაყიდა. ამ ინტერვენციის შედეგად, დღეს ლარი დოლართან მიმართებით 1.09 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ღირებულება 3.0592 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 2.39 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.5404 ლარი გახდა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ისა და ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ პირველი სავალუტო ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა. მაშინ გაყიდული თანხის მოცულობამ $20 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, კრიზისის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა $269.65 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები