მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

41 249 ინფიცირებულიდან 6 426 - საავადმყოფოებში მკურნალობს - stopcov.ge

610e2f02e7421
ინგა მურუსიძე
07.08.21 10:52
517
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 470 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 881 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.25%.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა, აჭარა - 620, იმერეთი - 464, ქვემო ქართლი - 217, შიდა ქართლი - 195, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 265, კახეთი - 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249 საიდანაც: 6 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 047, აჭარაში - 837, იმერეთში - 930. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 303 პირი, მათ შორის, თბილისში - 579, აჭარაში - 129, იმერეთში -229. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 191, აჭარაში - 17, იმერეთში - 20. 2 523 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 - თბილისში, 812- აჭარაში. 32 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 752 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 5 026, იმერეთში - 3 597", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები