„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ბარვენაშვილმა 2026 წლის 30 აპრილს წარადგინა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც ასახულია მისი და ოჯახის წევრების უძრავი და მოძრავი ქონება, საბანკო დანაზოგები, კრიპტოვალუტა, კომპანიებში წილები, შემოსავლები და გასავლები.
დეპუტატი კვლავ ფლობს კრიპტოვალუტას. დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია 46 ბიტკოინი, რომლებიც 2020 წელს შეიძინა, ამჟამად კი მისი ფასი 2.7 მილიონ დოლარს შეადგენს. ასევე ფლობს 100 ეთერიუმს, რომლებიც 2020 წელს შეიძინა, ამჟამად კი მისი ფასი 1.6 მილიონ დოლარს შეადგენს.
ქონებრივ დეკლარაციაში დეპუტატი 16 სხვადასხვა უძრავ ქონებას უთითებს, ესენია:
- თბილისში, შალვა ღამბაშიძის ქუჩაზე მდებარე 171.6 კვ.მ ბინის 38.6%-იანი წილი, რომელიც 2015 წელს 27,000 აშშ დოლარად შეიძინა;
- თბილისში, ა. თბილელის (ყოფილი კაშენის) ქუჩაზე მდებარე 50 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 50%-იანი წილი, რომელიც 2023 წელს 11,750 აშშ დოლარად შეიძინა;
- იმავე მისამართზე მდებარე 51.9 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2005 წელს 12,200 აშშ დოლარად შეიძინა;
- იმავე ქუჩაზე მდებარე კიდევ ერთი 26 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2005 წელს 611 აშშ დოლარად შეიძინა;
- 2024 წელს მემკვიდრეობით მიღებული 30 კვ.მ და 80 კვ.მ საცხოვრებელი სახლები იმავე მისამართზე;
- თბილისში, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე მდებარე 853 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2021 წელს 929,610 ლარად შეიძინა;
- თბილისში, ერეკლე II ქუჩაზე მდებარე 86 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 50%-იანი წილი, რომელიც 2019 წელს 36,000 აშშ დოლარად შეიძინა;
- თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე 230.5 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2013 წელს 55,000 აშშ დოლარად შეიძინა;
- მცხეთის მუნიციპალიტეტის ზაჰესში მდებარე 1,000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2018 წელს 22,000 აშშ დოლარად შეიძინა;
- მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 700 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2018 წელს 46,000 აშშ დოლარად შეიძინა;
- მცხეთის ზაჰესის დასახლებაში მდებარე 785 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2017 წელს 19,500 აშშ დოლარად შეიძინა;
- 2024 წელს მემკვიდრეობით მიღებული მცხეთაში მდებარე 800 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რომელზეც განთავსებულია 616.1 კვ.მ, 57 კვ.მ და 82 კვ.მ შენობა-ნაგებობები და აუზი;
- მცხეთაში მდებარე 140 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ასევე მემკვიდრეობით მიიღო;
- თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე მდებარე 95.28 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, მიღებული მემკვიდრეობით;
- თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე 45.5 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც ასევე მემკვიდრეობით მიიღო;
- თბილისში, მინდელის ქუჩის მიმდებარედ არსებული 211 კვ.მ ავტოფარეხის 11%-იანი წილი, რომელიც 2024 წელს მემკვიდრეობით მიიღო;
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მდებარე 622 კვ.მ მიწის ნაკვეთის 33%-იანი წილი;
- ამავე სოფელში მდებარე 4,579 კვ.მ საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 33%-იანი წილი, რომელიც ასევე მემკვიდრეობით მიიღო.
მოძრავი ქონებიდან დეკლარაციაში მითითებულია რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილი, რომლებიც გიორგი ბარვენაშვილმა 2025 წელს შეიძინა.
- Ferrari 296 GTB - 200,000 ევროდ;
- Ferrari F8 Spider - 250,000 აშშ დოლარად;
- Porsche 911 Sport Classic - 200,000 ევროდ;
- Audi SQ8 - 70,000 აშშ დოლარად.
მანამდე შეძენილი ავტომობილებიდან დეკლარაციაში კვლავ ფიქსირდება Porsche 911 GT3 RS, Audi TT და Toyota Camry. მეუღლის, მაია მაისაძის საკუთრებაშია Bentley Continental GT Speed, რომლის ღირებულება 270,000 ევროა, ასევე Porsche 911 Turbo 50 Years, რომლის ღირებულებად 237,000 ევროა მითითებული.
დეპუტატი ასევე ფლობს ცხრა ძვირად ღირებულ მაჯის საათს, რომელთა საერთო ფასიც 439,000 დოლარია. ესენია:
- Audemars Piguet - 110,000 დოლარი;
- Rolex - 80,000 დოლარი;
- Richard Mille - 72,000 და 55,000 დოლარი;
- Patek Philippe - 52,000 დოლარი;
- Bvlgari-ს ორი საათი - 33,000 და 25,000 დოლარი;
- კიდევ ერთი Rolex - 12,400 დოლარი.
საბანკო ანგარიშებისა და ანაბრების მიხედვით, გიორგი ბარვენაშვილის ანგარიშებზე განთავსებულია:
- 921,410 აშშ დოლარი;
- 240,662 ევრო;
- 42,404 ლარი.
მეუღლის საბანკო ანგარიშებზე დამატებით ინახება 19,095 აშშ დოლარი, 8,532 ევრო და 5,628 ლარი.
ნაღდი ფულის სახით გიორგი ბარვენაშვილი დეკლარაციაში უთითებს 95,000 აშშ დოლარს, 123,000 ევროსა და 45,560 გირვანქა სტერლინგს. მაია მაისაძეს დამატებით დეკლარირებული აქვს 52,500 დოლარი და 23,050 ევრო ნაღდი ფულის სახით.
დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ბარვენაშვილის ანაზღაურებამ 2025 წელს საქართველოს პარლამენტში 113,886 ლარი შეადგინა.
სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში დეპუტატი ათ კომპანიაში ფლობს წილებს. მათ შორის 100%-იანი წილი აქვს შპს „ფფე“-სა და შპს GORAGROUP-ში, 50%-იანი წილები - შპს „ოდა“-ში, „პორტრეტ თბილისი“-ში, „ჯი ბი ინვესტი“-სა და „Parna“-ში, 33%-იანი წილი - შპს „ბი-თი-ჯი“-ში, 34%-იანი - შპს „ნამა კონსალტინგ“-ში, 25%-იანი - შპს „ჯი ჯი ჯი ჯორჯია“-ში, ხოლო 10%-იანი - შპს „ტექნოკლიმა“-ში. დეკლარაციის მიხედვით, აღნიშნული კომპანიების წილები მართვაშია გადაცემული. 2025 წელს ბიზნესიდან შემოსავალი მხოლოდ შპს „ოდა“-დანაა დეკლარირებული და მან 47,353 ლარი შეადგინა. მეუღლე მაია მაისაძე ასევე ფლობს 30%-იან წილს შპს „ვისიონარში“.
დეკლარაციაში ასახულია 2025 წელს განხორციელებული რამდენიმე მსხვილი გარიგებაც. გიორგი ბარვენაშვილმა უძრავი ქონების გაყიდვიდან მიიღო 700,000, 665,000 და 7,200 აშშ დოლარის შემოსავალი. ამავე პერიოდში განხორციელდა რამდენიმე ძვირად ღირებული ავტომობილის შეძენა, მათ შორის Ferrari-ს, Porsche-სა და Audi-ს მოდელების. მეუღლის სახელზე დეკლარირებულია Bentley Continental GT Speed-ის 270,000 ევროდ შეძენა, ხოლო Bentley Bentayga Azure-ისა და Porsche 911 Turbo-ს გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები.
დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს გიორგი ბარვენაშვილმა ასევე 60,000 ლარის პოლიტიკური შემოწირულობა გასცა. გარდა ამისა, დეკლარაციაში მითითებულია, რომ ავტომობილის შეძენისას საჩუქრად მიიღო 2,260 ლარის ღირებულების ბრენდირებული ქოლგა.




























