ავტორი: სალომე ზაალიშვილი
ჟან-მიშელ ბასკიას ნახატი - Crowns (Peso Neto), რომელიც 1981 წელს ჩატარებული მისი პირველი სოლო გამოფენის ნაწილი იყო, Sotheby’s-ის აუქციონზე 18 ნოემბერს გადის.
ექსპერტების განცხადებით, ნახატი, რომლის სავარაუდო მაქსიმალური ფასი 45 მილიონი აშშ დოლარია, ყველაზე ძვირად ღირებულია ამ პერიოდის ნამუშევრებიდან.
1981 წელი მხატვრისთვის გარდამტეხია, რადგან ბასკიას ნამუშევრები ქუჩიდან გალერეებში ინაცვლებს.
გრეგუა ბილოს, Sotheby’s-ის თანამედროვე ხელოვნების გაყიდვების ხელმძღვანელის განმარტებით, ნახატი ბოლო 45 წლის განმავლობაში სამი კერძო კოლექციის ნაწილი იყო - “ბასკიას ნახატს არ ჰქონდეს სააუქციონო ისტორია, ეს ძალიან იშვიათია”.

Untitled (1982)
ჟან-მიშელ ბასკია
ბასკიას ყველაზე ძვირად ღირებული ნახატია, 2017 წელს, 110.4 მილიონ აშშ დოლარად გაყიდული - Untitled (1982). მიმდინარე წელს კი, მისი ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი, Christie’s-ის მაისის აუქციონზე 23.4 მილიონ აშშ დოლარად გაყიდული ნახატია, სახელწოდებით Baby Boom (1982).




























