მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4Hospitals-ის და ფიროსმანის ამბავი

4Hospitals-ის და ფიროსმანის ამბავი
09.07.24 14:55
223

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. თითქოს სამყაროს ყველა ელემეტი გაერთიანებულია ერთი მიზნისთვის, რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდე.

ადამიანები, რომლებსაც გზაში ვხვდებით ხოლმე, ჩვენთან ერთად წერენ ისტორიას და ახლა ერთი ასეთი ისტორიის ამბავს მოგიყვებით, რომელიც 4Hospitals-მა მერაბ ფირანიშვილთან ერთად დაწერა.

„მერაბი ყაზბეგის ულამაზეს სოფელ სნოში გავიცანით. შემთხვევით ნანახმა მისმა გამოფენამ, რომელიც ღია ცის ქვეშ უშველებელი მთების ფონზეა შექმნილი, იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მაშინვე გაჩნდა თანამშრომლობის იდეა 4ჰოსპიტალსის სახელის ყაზბეგში სამუდამოდ შემონახვისთვის.“ - გვიყვება 4Hospitals-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი, თათა იობიძე.

2023 წლიდან, 4Hospitals-მა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი #4ART, რომელიც აერთიანებს საინტერესო ხელოვანებს და მათ მრავალფეროვან ნამუშევრებს. პროექტის ფარგლებში კომპანიამ მერაბი სწორედ იმ დროს აღმოაჩინა, როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ახალი ქვა და ახალი ისტორია.

მერაბ ფირანიშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუ რისი გაკეთება სურდა. მერაბ ბერძენიშვილის დახმარებით, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა, მიიღო აკადემიაში ჩაბარების იდეა და ასე დაიწყო მისი შემოქმედებითი ისტორია.

„ღმერთმა ყველა ადამიანი ისე გააჩინა, რომ თავისი ნიჭი მისცა. ამიტომ შენ შენი თავი უნდა იპოვო და სხვას არ მიჰბაძო.

ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე ქვის მოტანაა და ამ სირთულის გადალახვაში დამეხმარა 4ჰოსპიტალსი. ეს იყო ყველაზე მთავარი ჩემთვის და მათი მხარდაჭერით დავასრულე ფიროსმანის ახალი ქანდაკება კომპანიის სახელით, რომელიც სამუდამოდ დარჩება ყაზბეგში.

ყოველთვის მინდოდა ფიროსმანის გამოქანდაკება. წარმომიდგენია როგორი კეთილი და მთლიანად თავისი ხელოვნებით მოცული ადამიანი იყო. მისი თვალები ისე გამოვკვეთე, რომ თან სევდასაც ატარებს და თან თითქოს გაღიმებულია. გამოვიდა ზუსტად ისეთი, როგორიც წარმომედგინა“.

მერაბ ფირანიშვილი, ყაზბეგის მკაცრი ჰავის მიუხედავად, მუშაობდა ქანდაკების დასრულებაზე და სირთულეებთან ერთად მთავარი მიზნით, თავისუფალი და ხელოვნებაზე შეყვარებული კაცის გამოქანდაკების პროცესით ტკბებოდა.

4ჰოსპიტალს მადლობას უხდის ბატონ მერაბს იმ საქმისთვის, რასაც სრულიად საქართველოსთვის აკეთებს. მადლობას უხდის ხელოვნების სიყვარულისთვის, ყველასგან გამორჩეული ხედვისთვის და თანამშრომლობისთვის.

4Hospitals არის სამედიცინო კომპანია საქართველოში, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციის და სერვისების მიწოდებას 300-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებისთვის.

მისი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ერთიანდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

კომპანიის მთავარი ღირებულებებია უწყვეტობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, სტანდარტებისა და სერვისის უმაღლესი ხარისხი.

4Hospitals - ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია.

ეწვიეთ 4ჰოსპიტალსის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები