მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4Hospitals-ის განვლილი 2023 წელი - ნაბიჯები წარმატებისკენ

4Hospitals-ის განვლილი 2023წელი
30.01.24 13:30
777

2023 წელი სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია 4Hospitals-ისთვის იყო გარდამტეხი პერიოდი, ყველა მიმართულებაში გლობალური გაფართოებით, პროდუქციის პორტფელის, წლიური ბრუნვის, სასაწყობე ფართისა და გუნდის ზრდით, ასევე ტექნოლოგიური წინსვლით და ახალი სტრატეგიული პარტნიორობით.

„გასული 12 თვე დაეთმო მნიშვნელოვან მიღწევებს, რამაც გააძლიერა ჩვენი, როგორც ლიდერის პოზიცია სამედიცინო სექტორში.

4Hospitals-მა მიიღო ისეთი ჯილდოები, როგორიცაა TRANSLUMINA-ს ყველაზე პერსპექტიული პარტნიორის ჯილდო და უმაღლესი დონის თანამშრომლობის ჯილდო, Kolkhida-ს და Expomed Batumi-ის მონაწილეობის ჯილდო, ამერიკული ჰოსპიტალის სანდო პარტნიორის ჯილდო და გახდა GOLDEN BRAND-ის გამარჯვებული - წლის საუკეთესო სამედიცნო პროდუქციისა და სერვისის მომწოდებელი კომპანია.“ - აცხადებს "4ჰოსპიტალსის" აღმასრულებელი დირექტორი, დავით წინწკალაძე.

2023 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კომპანიის განახლებული შოუ-რუმის გახსნა იყო, რომელსაც ესწრებოდა 500-მდე დარგის სპეციალისტი. შოუ-რუმში წარმოდგენილია საქართველოში პირველი იმიტაციური სივრცეები და პალატები, აღჭურვილი სამედიცინო ინვენტარით, რომელსაც არ აქვს ანალოგი.

კომპანიის კომერციული დირექტორის, გიგა კოხრეიძის თქმით - „4ჰოსპიტალსის მიმართულებების ვრცელ ჩამონათვალს (სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია) 2023 წელს დაემატა ღია ინსტრუმენტების მიმართულება ქირურგიაში, ართროსკოპია - ტრავმატოლოგიაში და სხვა საპროდუქტე მიმართულებები.“

კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 9 სამედიცინო კონფერენციაში, დაესწრო კომპანია Translumina-ს ყოველწლიურ შეხვედრას ქალაქ დუბაიში და საერთაშორისო სამედიცინო გამოფენებს - ქალაქ პარიზში გამართულ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კურსს ინტერვენციული კარდიოვასკულური მედიცინის დარგში - EAPCI და ქალაქ შანხაიში გამართულ ჩინეთის საერთაშორისო სამედიცინო აღჭურვილობის გამოფენას - CMEF.

4ჰოსპიტალსმა გააძლიერა თავისი პოზიცია სამედიცინო ინდუსტრიაში 2023 წელს ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით ისეთ ლიდერებთან, როგორებიცაა Mindray, Aselthech, Translumina, Healthium, Weipu, Dr.Goods და ა.შ. ამ პარტნიორობებმა კომპანიას საშუალება მისცა დარჩენილიყო ტექნოლოგიური მიღწევების წინა პლანზე სამედიცინო ბაზარზე.

ამავდროულად, 4Hospitals გახდა პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის ექსკლუზიური სპონსორი, რომლის ფარგლებშიც მხარს უჭერს ახალგაზრდა, დამწყები ქირურგების განვითარებას.

4ჰოსპიტალსის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის, ნინო გამყრელიძის განცხადებით - „4Hospitals-ის წარმატების სათავეში არის მისი თავდადებული გუნდი, რომელმაც 2023 წელს განიცადა სწრაფი ზრდა და ამ გაფართოებამ არა მხოლოდ გაზარდა ჩვენი შესაძლებლობები, არამედ ხელი შეუწყო დინამიკურ სამუშაო გარემოს, რაც ზრდის მოტივაციას და პროცესებს უფრო ეფექტიანს ხდის. უფრო დიდი შემართებით ვაგრძელებთ წინსვლას და ახალი პროდუქციის და სერვისის შეთავაზებას ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის სრულიად საქართველოს მასშტაბით.“

პარალელურად, კომპანიას დაემატა სერტიფიცირებულ ინჟინერთა გუნდი, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს გაუწიოს შესაბამისი მომსახურება პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებს.

„კომპანიის სწრაფმა ზრდამ საჭირო გახადა საწყობის გაფართოება, რის შედეგადაც 2023 წელს გავაფართოვეთ უკვე არსებული საწყობი და დავიმატეთ ახალი სივრცე. ამასთან ერთად დავიწყეთ საწყობების შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა, დავხვეწეთ და გავაძლიერეთ სააღრიცხვო პროგრამა.“ - ამბობს 4ჰოსპიტალსის ფინანსური დირექტორი, დავით ლიპარტია.

აქვე, ეწვიეთ 4Hospitals-ის განახლებულ ვებგვერდს, სადაც მარტივი ნავიგაციით შეგიძლიათ იხილოთ მისი მიმართულებები და გაეცნოთ სიახლეებს კომპანიის შესახებ: https://4hospitals.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები