მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„5-7 წელი დაგვჭირდება, რომ ექსპორტზე რვის მაგივრად 80-მდე ქვეყანაში გავიდეთ“ - ბიოქიმფარმი

ბიოქიმფარმი

ფაგების ადგილობრივი მწარმოებელი „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერის განცხადებით, კომპანიას, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში საექსპორტო ბაზრების გაათმაგების გეგმა აქვს.

გადაცემა #რედაქტ2-ში ექსპორტი განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას, რატი ღოლიჯაშვილმა აღნიშნა, რომ საწარმოს მოდერნიზაციამდე და GMP-სერტიფიცირებამდე, ექსპორტზე წარმოების 50-60%-მდე გადიოდა. შუა აზია, კავკასიის რეგიონი, უკრაინა - ეს ის მიმართულებებია, სადაც საწარმოს სრული განახლების პროექტამდე, ქართული წარმოების ფაგები იყიდებოდა. GMP-სერტიფიკატის მიღება და კომპანიაში ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები კი სწორედ სარეალიზაციო არეალის გაფართოებას ემსახურებოდა.

„ჩვენი საბოლოო მიზანი ევროპის ქვეყნების, აშშ-ის და იაპონიის ბაზარზე შესვლაა. თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა ბაზრებზე ოპერირებას და ჩვენ ნაბიჯებს კონკრეტული მიმართულებით ვდგამთ. ეს კონკრეტულ პროცესთან და პროცედურებთანაა დაკავშირებული, თუმცა თავი ძალიან რომ არ შევიზღუდოთ, ვფიქრობთ, რომ 5-დან 7 წლამდე დაგვჭირდება იმისთვის, რომ 8 ქვეყნის მაგივრად 50-80 ქვეყანაში ვიყოთ... როგორც ევროპის ქვეყნებში ასევე სხვა მიმართულებით.

ექსპორტზე შესვლა საკმაოდ რთულია, რადგან კანონმდებლობა ევროპასა და საქართველოს შორის განსხვავებული იყო, შესაბამისად, ამ დოკუმენტაციის და რეგისტრაციის პროცედურებს აქვს კონკრეტული პროცედურები, რომელიც გასავლელია. ბაზრებზე შესვლის და ათვისების პროცესში ერთ-ერთი მთავარი ბარიერი ჩვენთვის GMP-სერტიფიცირება იყო, რათა მივსულიყავით იმ პაციენტებთან, რომლებსაც რეზისტენტული განუკურნებელი ინფექციები ინფექციები აწუხებთ და ამ ადამიანებამდე ფაგები მიგვეტანა. დანარჩენი პროცედურები შედარებით მარტივია და ამ ყველაფერს გავდივართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წლის პერსპექტივაში ყველა პაციენტამდე მივალთ“, - განმარტა რატი ღოლიჯაშვილმა.

„ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი იმასაც ამბობს, რომ პირველი ახალი ბაზარი, სადაც ქართული ფაგები წარმოების განახლების შემდეგ გავა, სომხეთი იქნება, რადგან კომპანიას პირველ ყოვლისა რეგიონის ქვეყნების მოცვა სურს.

„ჩვენ პარტნიორებთან მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს ბაზარზე შესვლისა და პენეტრაციის მიმართულებით, ასევე წარდგენის მიმართულებით - რა არის გასაკეთებელი.

„ბიოქიმფარმის“ პროდუქტი სომხეთის ბაზარზე წარმოდგენილი არ არის და ჩვენთვის სასურველია, რომ ყველა მეზობელ ქვეყანაში ვიყოთ. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. იმედია 9-12 თვის პერიოდში ამ ბაზარსაც მოვიცავთ“, - ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი.

იქნება თუ არა საკმარისი საწარმოდ დადგმული სიმძლავრეები საექსპორტო ბაზრების გაათმაგებისთვის - #რედაქტ2-ის ამ კითხვას რატი ღოლიჯაშვილი ასე პასუხობს: „ძალიან რთულია დღეს იმის განსაზღვრა რამდენად გვეყოფა აღნიშნული წარმადობა ამ მასშტაბებზე, მაგრამ ჩემი მოლოდინით ჩვენ განვითარების ამ საფეხურზე არ გავჩერდებით და კიდევ ბევრ პროექტს განვახორციელებთ“.

ფაგების მწარმოებელი ადგილობრივმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“, რომელიც თბილისში 1934 წლიდან ფუნქციონირებს, GMP სერტიფიკატი მიიღო და წარმოება განაახლა. 20 სექტემბრიდან კი "ფაგიოს" შეძენა მომხმარებელს სააფთიაქო ქსელში შეეძლებათ. ამის შესახებ BMG-ის კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა განუცხადა. მოდერნიზებული საწარმოს წლიური სიმძლავრე 30 მლნ ფლაკონის წარმოებაა. მოდერნიზების ფარგლებში საწარმოს სრულად ევროპული და საერთაშორისო ფარმაცევტული დანადგარების მომწოდებელი კომპანიების საწარმოო დანადგარებით აღიჭურვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები