მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელსაც 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა

დაცული ტერიტორიები

საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა 10 თვეში 1 015 024 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 19%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის რიცხვები 90%-ითაა აღდგენილი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს ვიზიტორები ყველაზე მეტად მარტვილის კანიონს სტუმრობდნენ. 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემდეგმა დაცულ ტერიტორიებმა უმასპინძლეს:

  • მარტვილის კანიონს
  • პრომეთეს მღვიმეს
  • მტირალას ეროვნულ პარკს
  • სათაფლიას
  • წალკის კანიონს

აღსანიშნია, რომ გასულ წელთან შედარებით, 29%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2023 წელს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა შორის 58% ( 589 841 ვიზიტორი) სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები