მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$5-მილიონიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ, X ბრაზილიაში დაბრუნდა

twitter

ბრაზილიაში ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ზე აკრძალვა მოიხსნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტელეკომუნიკაციების სააგენტომ პლატფორმის სერვისების აღდგენის ბრძანება მიიღო.

მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ X-ის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ილონ მასკს კონკრეტული დათქმების შესრულება მოუწევს: სოციალური ქსელი სრულად უნდა მოვიდეს "ბრაზილიურ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში" და "მაქსიმალურად უნდა მიჰყვეს ბრაზილიური იურისდიქციის გადაწყვეტილებებს მისი ეროვნული სუვერენობის პატივისცემით".

მოსამართლის ინფორმაციით, 27 სექტემბერს X-ის პლატფორმაზე დაიბლოკა ის ანგარიშები, რომლებიც ბრაზილიის 2022 წლის არჩევნების პერიოდში ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში იყვნენ გამოვლენილი. ამასთან, ილონ მასკმა ბრაზილიაში ოფიციალური იურიდიული წარმომადგენელიც დანიშნა, რაც ქვეყანაში ოპერირების გაგრძელების უმთავრესი პირობა იყო. გარდა ამისა, X-ს ბრაზილიისთვის ჯარიმის სახით $5.1 მილიონის გადახდა მოუწია.

X (Twitter) ბრაზილიაში 30 აგვისტოს, მას შემდეგ დაიბლოკა, რაც ილონ მასკმა ბრაზილიის მოთხოვნას, დაებლოკა ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშები, უარით უპასუხა.

ბრაზილიის სასამართლომ X-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები