მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 საკითხი, რაზედაც ბესო ნამჩავაძეს ოპოზიციური პარტიების არგუმენტები და ანალიზი აინტერესებს

გამჭვირვალობა-საქართველო

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც რამდენიმე გამოწვევაზე ოპოზიციური პარტიების ანალიზით ინტერესდება.

BMG ბესო ნამჩავაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ხომ არ იცით, სად დევს პარტიების არგუმენტები/ანალიზი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. იყოს თუნდაც tv გადაცემა, სადაც ამაზე მსჯელობენ არგუმენტებით:

1. რატომ არ იქნება ომი, თუ ოპოზიცია მოიგებს?
2. როგორ დაიხსნიან 700 ათასამდე სოცდაუცველს სიღარიბიდან და რატომ აღარ იქნებიან ისინი ადმინისტრაციული რესურსი?
3. როგორ შეამცირებენ უმუშევრობას ანუ შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. როგორ გაიზრდება ხელფასები და როგორ მიაღწევენ სტაბილურ ფასებს?
4. როგორ გაზრდიან სახელმწიფო სექტორში ხელფასებს და ადმინისტრაციული რესურსობის ნაცვლად, ეს ადამიანები როგორ გადაიქცევიან თავისი საქმით დაფასებულ კადრებად?
5. როგორ გაზრდიან ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, რომ წაკითხულიდან აზრის გამოტანაში და მათემატიკაში ქვეყნების ბოლო ათეულში აღარ ვიყოთ?

ბოლო 1 წელში მილიონჯერ იყვნენ tv-ებში პოლიტიკოსები და ალბათ ბევრჯერ ისაუბრეს ამაზე და მე ვერ ვპოულობ, დამეხმარეთ. მე მხოლოდ იმას მიგდებს google-ი, უნდა გაერთიანდეს თუ არა ოპოზიცია (წინასაარჩვნოდ), მეტს ვერაფერს ვპოულობ“, - წერს ბესო ნამჩავაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები