მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 წელიწადში ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის ზომა 82%-ით გაიზარდა - რამდენი ბინა იყიდება ზღვისპირა ქალაქში?

ერას მოედანი

წელს, 7 თვეში ბათუმში 508 მილიონი დოლარის საცხოვრებელი ბინები გაიყიდა, შარშან 7 თვესთან შედარებით 89.6 მილიონით მეტი. ეს წლიურად ბაზრის 21.4%-იანი ზრდაა.

მშენებარე, პირველად და მეორად ბაზარზე ჯამში 8,845 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც შარშანდელ იანვარ-ივლისის მაჩვენებელს 667 ბინით აღემატება.

თუ შევადარეთ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე არსებულ ვითარებას, ზღვისპირა ქალაქში ბინების გაყიდვები 31%-ით არის გაზრდილი. თუ 2021 წლის იანვარ-ივლისში ბათუმში 6740 ტრანზაქცია იყო რეგისტრირებული, 2022 წელს გაყიდვებმა სწრაფად მოიმატა და 8 800 ერთეულს გადააჭარბა.

ბათუმში გაყიდული ბინების რაოდენობა

  • 2021 წლის 7 თვე 6740 ტრანზაქცია
  • 2022 წლის 7 თვე 8,868 ტრანზაქცია
  • 2023 წლის 7 თვე 9,395 ტრანზაქცია
  • 2024 წლის 7 თვე 8,178 ტრანზაქცია
  • 2025 წლის 7 თვე 8,845 ტრანზაქცია

ვნახოთ, როგორ შეიცვალა ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა ამავე პერიოდში. Colliers Georgia-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ბაზრის ზომა 279.6 მლნ დოლარი იყო, ანუ 5 წლიან ჭრილში ღირებულება 82%-ით არის გაზრდილი

ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა

  • 2021 წლის 7 თვე - $279,624,380
  • 2022 წლის 7 თვე - $348,929,311
  • 2023 წლის 7 თვე - $441,611,738
  • 2024 წლის 7 თვე - $418,709,901
  • 2025 წლის 7 თვე - $508 368 349

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები