მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 15.8%-ით შემცირდა

საქსტატი

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ადგილობრივი ექსპორტიდან 2.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9.2 მლნ-ით ნაკლებია.

ადგილობრივი ექსპორტი(ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით შემცირდა და 1 030.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (217.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (153.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (100.5 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ტრადიციულად ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 140.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.6 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 105.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 73.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი).

TOP-10 პროდუქტის ჩამონათვალი კი შემდეგია:

  1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $140.2 მლნ. ზრდა 35.8%;
  2. ფეროშენადნობები - $105.5 მლნ. ზრდა 21.9%;
  3. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $73.1 მლნ. ზრდა 206.2%;
  4. მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $65.1 მლნ. ზრდა 25%;
  5. აზოტოვანი სასუქები - $52 მლნ. კლება 39.1%;
  6. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით - $45 მლნ. კლება 1.5%;
  7. სპირტიანი სასმელები - $43.1 მლნ. ზრდა 14.7%;
  8. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $41.3 მლნ. 8.3%;
  9. ტრიკოტაჟის მაისურები - $38 6 მლნ. ზრდა 24%;
  10. თხილი და სხვა კაკალი - $31.4 მლნ. კლება 5.3%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები