მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 თვეში ატმის იმპორტ-ექსპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით ხილს?

ხილი

2025 წლის 5 თვეში საქართველოს ატმის ექსპორტი და იმპორტი შეუმცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდისთვის ქვეყანაში ამ ხილის იმპორტი ექსპორტს აღემატებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ატმის კრეფის სეზონის მაისიდან იწყება, თუმცა წელს ამინდის გამო მოსავალი გვიან დამწიფდა და შესაბამისად მისი აღების პერიოდიც დაგვიანდა.

იანვარ-მაისში სულ 94 ათას დოლარამდე ღირებულების 213 ტონა ატამი შევიძინეთ, რაც გასული წლის იმპორტს 73%-ით ჩამორჩება. წელს ატამი და ნექტარინები ძირითადად თურქეთიდან შევიძინეთ. მეორე ქვეყანა საიდანაც მხოლოდ 1 ათასი დოლარის ღირებულების 1 ტონა ატამი შემოვიდა აზერბაიჯანი იყო.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან 61 ათასი დოლარის ღირებულების 49 ტონა ატამი მხოლოდ სომხეთში გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები