5 თვეში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტვირთბრუნვამ 3,4 მლნ ტონა შეადგინა - პორტის მენეჯმენტის ინფორმაციით, შედეგად, საწარმოო გეგმა 111%-ით შესრულდა. ამასთან, წელს 5 თვეში ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით 619 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის მაჩვენებლის ტოლია.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგური აერთიანებს 11 ნავმისადგომს, უნავმისადგომო ჩამოსხმის თანამედროვე კომპლექსს, საზღვაო ფლოტის 12 გემსა და 11 პორტალურ ამწეს, რაც სხვადასხვა ტიპის ტვირთის უწყვეტ დამუშავებას განაპირობებს.
რაც შეეხება ნავთობგაზის ტერმინალს მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 11 მლნ ტონამდე ტვირთია. ტერმინალი განკარგავს 585 ათას კუბურ მეტრზე მეტი საერთო მოცულობის 132 რეზერვუარს, ექვს სარკინიგზო ესტაკადასა და 86,5 კმ-ზე მეტი სიგრძის ტექნოლოგიურ მილსადენებს. ბათუმის ნავთობტერმინალი, ასევე, წარმოადგენს გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირის (LPG) გადაზიდვის ერთადერთ ტერმინალს შავი ზღვის კავკასიის სანაპიროზე.


























