2026 წლის პირველ ხუთ თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ საკონტეინერო ტვირთბრუნვამ 8.2%-ით აჩვენა.
კომპანიის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მაისში ჯამურად 277 081 ტეუ დამუშავდა, რაც აღემატება როგორც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (255 944 ტეუ), ისე 2024 წლის შედეგს (225 630 ტეუ).
ზრდის ტენდენცია თვის ჭრილშიც ფიქსირდება: მარტში დამუშავდა - 52 959 ტეუ, აპრილში - 58 665, მაისში - 64 952.
„გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღების რაოდენობაც. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურმა 172 საკონტეინერო გემი მიიღო, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 139-ს, ხოლო 2024 წელს 131-ს შეადგენდა.
პოზიტიური დინამიკა შეინიშნება გენერალური ტვირთების მიმართულებითაც. 2026 წელს დამუშავდა 160 857 ტონა გენერალური ტვირთი, რაც აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს (128 828 ტონა) და მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მონაცემს (90 281 ტონა)“, - აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ საბორნე გზით გადაზიდული ტვირთის ოდენობა 2026 წლის ხუთ თვეში დაფიქსირდა 80 765 ტონა, 2025-ში - 69 123 ტონა, 2024-ში - 80 265.
2026-ის ხუთ თვეში დამუშავდა 6 149 მანქანიანი კონტეინერი, რაც გასულ წლებთან მიმართებაში ნაკლები რაოდენობაა: 2025-ში დამუშავდა 8257 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში 8134.




























