მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში საქართველოს აეროპორტებმა 2.5 მლნ მგზავრი გადაიყვანეს

აეროპორტი

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი როგორც გასულ წელთან, ასევე პანდემიამდელ - 2019 წელთან შედარებით 31%-ით გაიზარდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 5 თვეში საქართველოს აეროპორტებმა სრულად 2 517 829 მგზავრი გადაიყვანეს. აქედან, თბილისის აეროპორტი 1 669 628 მგზავრს, ბათუმის აეროპორტი 234 989 მგზავრს, ქუთაისის აეროპორტი კი, 234 989 მგზავრს მოემსახურა.

დეტალური სტატისტიკა ასეთია:

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: 2019 წელი - 1 485 118 მგზავრი; 2022 წელი - 916 016 მგზავრი; 2023 წელი - 1 245 990 მგზავრი; 2024 წელი - 1 669 628 მგზავრი. 2024 წელს, ზრდა 2019 წელთან მიმართებით - 12%; ზრდა 2023 წელთან მიმართებით - 34%
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი: 2019 წელი - 288 626 მგზავრი; 2022 წელი - 252 160 მგზავრი; 2023 წელი - 502 158 მგზავრი; 2024 წელი - 600 166 მგზავრი. 2024 წელს, ზრდა 2019 წელთან მიმართებით - 108%; ზრდა 2023 წელთან მიმართებით - 20% ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი: 2019 წელი - 135 926 მგზავრი; 2022 წელი - 152 733 მგზავრი; 2023 წელი - 167 294 მგზავრი; 2024 წელი - 234 989 მგზავრი. 2024 წელს, ზრდა 2019 წელთან მიმართებით - 73%; ზრდა 2023 წელთან მიმართებით - 40%;
  • სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-მაისში კი 135 926 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 152 733 მგზავრს, 2023 წლის ხუთი თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 167 294 მგზავრს, 2024 წელს კი 234 989 ადამიანს. ზრდა 2019 წელთან შედარებით 73%-ია, 2023 წელთან შედარებით კი, 40%.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სრულად საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-მაისში 1 914 974 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 1 327 719 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-მაისში 1 928 077 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-მაისში კი 2 517 829 მგზავრს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები