მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში საქართველოში რუსეთიდან ნაყინის იმპორტი 60%-ით შემცირდა - საიდან და ვის შემოაქვს პროდუქცია?

ნაყინი

2024 წლის 5 თვეში საქართველოში ნაყინის იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, თუ გასული წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ 2.1 მლნ აშშ დოლარის 419.2 ტონა ნაყინი იყიდა, წელს კი იმპორტმა 2.6 მლნ-ის 470.7 ტონა შეადგინა. მთავარი იმპორტიორი თურქეთია. რუსეთი კი, რომელიც გასულ წელს იმპორტში მეორე ადგილზე იყო, ახლა მეექვსეა. რაოდენობრივად კლებამ ამ ქვეყნიდან 60.6% შეადგინა.

იანვარ-მაისის განმავლობაში ქვეყანაში ნაყინი ძირითადად 10 ქვეყნიდან შემოვიდა. საიმპორტო ბაზრების რეიტინგი ასეთია:

  1. თურქეთი - 874.4 ათასი დოლარი, 153.1 ტონა;
  2. უკრაინა - 647.2 ათასი დოლარი, 152 ტონა;
  3. საფრანგეთი - 234.6 ათასი დოლარი, 26.6 ტონა;
  4. პოლონეთი - 193.8 ათასი დოლარი, 10.8 ტონა;
  5. სომხეთი - 169 ათასი დოლარი, 52.4 ტონა;
  6. რუსეთი - 150.1 ათასი დოლარი, 28.2 ტონა;
  7. ლიეტუვა - 119.6 ათასი დოლარი, 11.9 ტონა;
  8. გაერთიანებული სამეფო - 117.8 ათასი დოლარი, 6.7 ტონა;
  9. ბელარუსი - 55.8 ათასი დოლარი, 14.8 ტონა;
  10. ლატვია - 51.8 ათასი დოლარი, 7.1 ტონა.

რაც შეეხება იმას, თუ ვის შემოჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში ნაყინი საქართველოში, BM.GE-მ საქსტატიდან ნაყინის იმპორტიორი კომპანიების TOP-5-ეული გამოითხოვა. მათი ჩამონათვალი ასეთია:

  • შპს აის ლენდ ჯორჯია - 2014 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს პაპუნა მესხიშვილი ფლობს;
  • შპს ვეარჰაუსი - წლის 100%-ს ამ შემთხვევაშიც პაპუნა მესხიშვილი ფლობს და თავადაა დირექტორიც;
  • შპს სავაჭრო გუნდი - კომპანია 4 ნაწილად არის გაყოფილი და ფლობენ: თამარ ჯეირანაშვილი, ილია შარიქაძე, სოფო და ნიკა სუხიაშვილები. დირექტორი ილია შარიქაძეა;
  • შპს სილქ გასტრონომი - წილის 100%-ს ლუიზა ბერიანიძე ფლობს და თავადაა დირექტორიც. (მოჩის სახეობები და Häagen Dazs-ის ნაყინი);
  • შპს შარმ ტრეიდინგი - კომპანიის წილის 34%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ზაზა ნიშნიანიძე ფლობს. 30% ეკუთვნის შპს ბი ეფ ოს, რომელიც თავის მხრივ ლევან კაკაბაძის საკუთრებაა. 16% - გიორგი ჩივაძეს, 10% - სოლომონ მამუჩიშვილს, 10% კი, ვახტანგ საძაგლიშვილს. (ბრენდი - მაგნუმის ნაყინი).

შეგახსენებთ, რიგითობა შემთხვევითობის პრინციპით ლაგდება და არა ბრუნვის მოცულობის. (წყარო - საქსტატი).

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, წელს საქართველოდან 58.7 ათასი აშშ დოლარის 4.2 ტონა ნაყინი გაიყიდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით რაოდენობრივად 50.6%-იანი კლებაა, თანხაში კი 55.3%-იანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები