მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 წელში ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში 14-ჯერ გაიზარდა - სებ

5ed8cf2c634ea
BM.GE
04.06.20 14:35
916
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გააკეთა აქცენტი.

„ბოლო წლებში შესამჩნევია სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ადგილობრივი სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა დაახლოებით 14-ჯერ გაიზარდა. მშპ-თან მიმართებით, ადგილობრივი სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 2.5-ჯერა გაიზარდა და 2019 წლის ბოლოს 11% შეადგინა. მოსალოდნელია, რომ კაპიტალის ბაზრის ზრდის ტენდენციას ასევე საპენსიო რეფორმაც დაეხმარება, რაც, თავის მხრივ, უპრეცედენტო მასშტაბის გრძელვადიანი დაფინანსების ინსტრუმენტს წარმოადგენს. 2019 წელს დასრულდა და დღეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს ჩარჩოს პროექტებს, რომლებიც საინვესტიციო ფონდებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარგულირებელი პრინციპების ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას უზრუნველყოფენ,“ -განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები