მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

50-100 კაცი კეტავს ქუჩას და ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, რომელსაც წინსვლა უნდა ამ ქვეყანაში... ნული თანაგრძნობა მათ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

50-100 კაცი, რომელიც კეტავს ქუჩას, ძალადობს 4 მლნ ადამიანზე, რომელთაც უნდათ მშვიდობა და სიწყნარე ამ ქვეყანაში, წინსვლა და განვითარება, ხომ შეუძლებელია, რომ ასე გაგრძელდეს და ეს დავუშვათ, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები, კანონის ფარგლებში მიიღებენ პასუხს ამ ძალადობაზე.

„ჩვენი მეთოდური მიდგომებით ყველა დაელოდოს, როგორ გაგრძელდება პროცესები. ნული თანაგრძნობა - ამას იმსახურებენ ეს ადამიანები. უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობას სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან. კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში ისინი მიიღებენ პასუხს იმ ძალადობაზე, რომელსაც ისინი სჩადიან 4 მლნ ადამიანის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებმაც მათ შორის დღეს რუსთაველის გამზირი პროტესტის გამო გადაკეტეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც განახლდა. მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 313-ე დღეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები