მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„50 ახალ მანქანას ვყიდულობთ და ორჯერ დიდი პრობლემა მძღოლების მოძიებაა“ - Kairos Logistics

638e05953cbca
ვიქტორია მღებრიშვილი
05.12.22 23:55
29485
„50 ახალ მანქანას ვყიდულობთ და ორჯერ დიდი პრობლემა მძღოლების მოძიებაა“ - ამის შესახებ ლოგისტიკური კომპანია Kairos Logistics-ის დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა დარგში არსებულ პრობლემებზე საუბრისას თქვა.

მან გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ Kairos Logistics-ი ამ პრობლემის დაძლევას კადრების გადამზადებით ცდილობს, თუმცა აღნიშნული სირთულის წინაშე მთლიანად დარგი დგას და საუბარი შესაძლოა 1000 მძღოლს ეხებოდეს.

„ქვეყანაში უცხო ენის მცოდნე კადრები დიდი პრობლემაა. ჩვენ პროფესიონალი ლიგისტიკის მენეჯერების აღზრდა და სხვადასხვა მიმართულებით მათი განვითარება გვიწევს. მძღოლების კუთხით, დღეს, ავტოპარკის 2-ჯერ გაზრდაზე ვმუშაობთ და 50 ახალ მანქანას ვყიდულობთ, თუმცა ეს ერთი საკითხია და ორჯერ უფრო დიდი პრობლემა მათი მძღოლების მოძიებაა. ჩვენ მსგავსად ეს პრობლემა ბევრს აქვს. ათასობით მძღოლზეა საუბარი, რადგან პროფესიონალი მძღოლი ყველა გადამზიდავისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა“, - განაცხადა ნამადოვმა.

პროფესიონალი კადრების გარდა, Kairos Logistics-ის ხელმძღვანელმა აქცენტი ლოგისტიკაში არსებულ სხვა გამოწვევებზეც გააკეთა.

„დღეს ლოგისტიკაში რა გამოწვევებიც გვაქვს პირველი ის არის, რომ სატრანსპორტო საშუალებების დიდი რაოდენობა ამორტიზირებულია და ევრო 5-ის მოთხოვნებსაც არ აკმაყოფილებს. დღეს კი მოთხოვნა უკვე ევრო 6-ზეა. ერთ-ერთი პრობლემა სწრაფი გადაიარაღებაა, რადგან შუა დერეფნის ჯაჭვში ვართ და დიდი რაოდენობით ტრაილერები გვჭირდება, რომელთაც ევროპის მასშტაბით გადაზიდვების შესრულება შეუძლიათ.

მეორე პრობლემა კადრების მოძიება და გადამზადებაა, ტრანსპორტის სააგენტო კარგად მუშაობა ამ მიმართულებით თუმცა წარმადობა მაინც გასაზრდელია, რადგან ბევრი კარგი მძღოლი გვყავს, მაგრამ ტრენინგები აქვს გასავლელი.

მესამე გამოწვევაა ინფრასტრუქტურის საკითხები, მაგალითად პორტი თუ გაიჭედა, ეს სახმელეთო გადაზიდვასაც ირიბად აწვება. გარდა ამისა, საზღვრებზე ერთ-ერთი დიდი პრობლემა გვაქვს სარფში, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი გამტარი არტერიაა, თუმცა ვამისამართებთ „ვალესა“ და „კარწახზე“, თუმცა მანდ ამინდის გაუარესებასთან ერთად თურქეთის მხრიდან გზებს ჩაკეტავენ თურქეთის მხრიდან და პლუს წითელი ხიდი გვაქვს ცოტათი გადატვირთული“, - განაცხადა მიხეილ ნამადოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები