საქართველოში პროევროპული პროტესტი გრძელდება. 16 იანვარს, უწყვეტი აქციების 50-ე დღეს, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
მოთხოვნები უცვლელი რჩება, მოქალაქეები უდანაშაულოდ დაკავებულების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ.
თბილისში აქცია იმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც.
ამასთან, აქციები გრძელდება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში.




























