მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„50% - მეცნიერება, 50% – კლიმატი და ნიადაგი“ - თანამედროვე ტექნოლოგიების როლი აგრობიზნესში

აგრობიზნესი
28.02.24 18:05
174
სტატიაში საუბარია:

ციფრული სოფლის მეურნეობა ან სოფლის მეურნეობა 4.0, როგორც მას მეორენაირად მოიხსენიებენ, ჭკვიანი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. უკვე მრავალი წელია, აგრობიზნესში თანამედროვე სისტემები აქტიურად ინერგება, რამაც მნიშვნელოვნად განავითარა სექტორი, დააზღვია რისკები და შესაძლებლობა მისცა ფერმერს, უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი ნაკლები დანახარჯებითა და გარემოზე ზიანის შემცირებით აწარმოოს.

სოფლის მეურნეობის გაციფრულების მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, სადაც ბოლო წლებში ნელი ნაბიჯებით, თუმცა წარმატებით მიმდინარეობს დიდ ბაღებში ჭკვიანი მოწყობილობების დანერგვა. გლობალიცაზიის ფონზე, ადგილობრივ მეწარმეებს უცხოელ ფერმერებთან უწევთ კონკურენციაში შესვლა, თავისუფალ ბაზარზე კი თავს სწორედ ის მწარმოებლები იმკვიდრებენ, რომლებიც მომხმარებლებს ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტებს ყველაზე იაფად სთავაზობენ, ეს ყველაფერი კი დღეს ჭკვიანი ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელია.

აგრობიზნესზე საუბრისას Sensors and Smart Technologies-ის (SST) მმართველი პარტნიორი, ირაკლი ერაძე აღნიშნავს, რომ ბიზნესის წარმატებისთვის, ხარჯების ოპტიმიზაციისა და რისკების შემცირებისთვის აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რადგან გლობალური ინდუსტრია სწორედ ამ მიმართულებით მიდის.

ზოგადად, ფერმერებისთვის არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი თუ სერვისია ხელმისაწვდომი, მათი დიდი ნაწილის შეძენა კი საქართველოშიც მარტივადაა შესაძლებელი, მათ შორის SST-ს დახმარებით. ამ ბლოგში რამდენიმე ასეთ ინოვაციურ პროდუქტზე მოგიყვებით:

ამინდის პროგნოზირების სისტემა

კლიმატს მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე უდიდესი გავლენა აქვს, რომლის ზუსტად პროგნოზირება ხშირად - რთულია. პორტატული მეტეოსადგურების დახმარებით, ლოკალური კლიმატური მონაცემების პროგნოზირება ბევრად ზუსტი და მოქნილი გახდა. წვიმის, სეტყვის, მოსალოდნელი ყინვის, ევაპოტრანსპირაციის თუ სხვა მრავალ კლიმატურ მონაცემზე სანდო ინფორმაციის ქონა აგრობიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ხშირად წუთებიც კი გადამწყვეტია, აგრო მეტეოსადგურები კი ფერმერს წინასწარ მომზადების, აგროტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვის და პრევენციული ზომების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

მონიტორინგის სისტემები

ბაღში აგროტექნიკური ღონისძიებების დასაგეგმად და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად ზუსტი მონაცემების ქონაა საჭირო. სენსორების დახმარებით შესაძლებელია ნიადაგში წყლის მდგომარეობის კონტროლი, დამლაშების, ფოთლის სისველის, ქარის, ტემპერატურის, ტენის და უამრავი პარამეტრის მონიტორინგი, რაც სამუშაოების დაგეგმვაში - ნიადაგის განოყიერებაში, ირიგაციაში, დაავადებებთან ბრძოლაში საკვანძო როლს ასრულებს.

„სოფლის მეურნეობის ბიზნესში 50% არის მეცნიერება, ხოლო დარჩენილი 50% – კლიმატი და ნიადაგი. შესაბამისად, როდესაც ზუსტად იცი, თუ რა ხდება კლიმატურად შენ გარშემო და რა ვითარებაა ნიადაგთან მიმართებით, მაშინ უფრო მაღალი ხარისხის და დიდი რაოდენობის პროდუქციის წარმოებას ახერხებ“, – ამბობს ირაკლი ერაძე მონიტორინგის სისტემებზე საუბრისას.

მავნებლებისა და დაავადებებისგან თავდაცვის
სისტემები

ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია როგორც მონიტორინგის, ასევე აქტიური თავდაცვის სისტემები, რომელთა დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი ბაღში მწერებისა და დაავადებების კონტროლი. “დაავადებების და მავნებლების მონიტორინგის ინტეგრირებული სისტემები” (IPM) სენსორების მონაცემებზე დაყრდნობით და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უზუსტეს ინფორმაციას იძლევა დაავადებების და მავნებლების გავრცელების საფრთხეებზე, შესაბამისად, მათ საწინააღმდეგო ღონისძიებებს ბევრად ზუსტს და მოქნილს ხდის.

სეტყვისგან დაცვის სისტემა

საქართველოში სოფლის მეურნეობას დიდ საფრთხეს სეტყვა უქმნის. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიხედვით, 2017-2022 წლებში სადაზღვევო კომპანიებში გაცხადებულმა ზიანმა 65 მილიონი ლარი შეადგინა და 40 მილიონ ლარამდე კომპენსაცია გაიცა.

სეტყვისგან თავდაცვის არაერთი საშუალება არსებობს, თუმცა ყოველ მათგანს საკუთარი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები აქვს. კომპანია SST-მ ქართულ ბაზარზე განსხვავებული ტექნოლოგია შემოიტანა, რომელიც სეტყვას ხმოვანი ტალღების მეშვეობის შლის და მოსავლისთვის უვნებელ ნალექად აქცევს. ღრუბლების დამშლელი საშუალებებისგან განსხვავებით, ეს ტექნოლოგია სეტყვის წარმოქმნას და მის ზომაში გაზრდას უშლის ხელს, რაც მას თავდაცვის უფრო ეფექტიან საშუალებად აქცევს, რადგან სეტყვის სხვა მიმართულებით არ გადამისამართდება და საფრთხე მეზობელ რეგიონებზე არ ვრცელდება.

მართალია, ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობაზე ინდუსტრიის წარმომადგენლები მარტივად თანხმდებიან, თუმცა ქართულ აგრარულ სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ორი ძირითადი პრობლემა იკვეთება. პირველი ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება, რასაც ის ცხადყოფს, რომ ადგილობრივი ფერმერები ინოვაციური მიდგომების დანერგვას ერიდებიან და ტრადიციული მეთოდებით ცდილობენ გამოწვევებთან გამკლავებს, რაც ნაკლებად ეფექტიანია.

მეორე პრობლემა ფინანსური ხელმისაწვდომობაა. ფერმებში კი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი აქტიურად ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის პორტფელში აგრობიზნესზე ორიენტირებული საკრედიტო პროდუქტების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, რომელიც ფერმერების ინტერესებსა და საჭიროებებზეა ორიენტირებული.