მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

50-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს - Freedom House

freedom house

ვაშინგტონში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია Freedom House-ი 50-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ისინი მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავენ ქართული სამოქალაქო სექტორის მიმართ.

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ “უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტს და სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზების მცდელობას.

"ადამიანის უფლებათა დამცველები მთელ მსოფლიოში, ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოს მთავრობის მცდელობებით, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების ხმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შემოღებით.

ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს საქართველოში, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით, როდესაც თქვენ ეწინააღმდეგებით მთავრობის მცდელობას, მიიღოს კანონი, რომელიც აშკარად მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ მედიას. სიტყვისა და შეკრების თავისუფლებაზე თავდასხმა, ისევე როგორც დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ძირითად და ფუნდამენტურ უფლებებზე, გავლენას ახდეს თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დეჰუმანიზაციისა და სტიგმატიზაციის მცდელობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებსა და ღირებულებებს.

ჩვენს ზოგიერთ ქვეყანაშიც ვხვდებით მსგავს მოვლენებს, რომლებიც მიმართულია ანგარიშვალდებულების და ადამიანის უფლებების დაცვის შემცირებისკენ. ამ სახის კანონმდებლობამ გამოიწვია ადამიანის უფლებათა დამცველების, გარემოსდაცვითი აქტივისტების, იურიდიული პროფესიონალების, ჟურნალისტების, მუშაკების, საზოგადოების ლიდერების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორების რეპრესიები, თავდასხმები, წითელი მონიშვნები, პატიმრობა, გატაცება და მკვლელობა. შემაშფოთებელია იგივე რისკების დანახვა, რასაც ახლა აწყდება ქართველი ხალხი, რომელიც გასული 35 წლის განმავლობაში სასტიკად იბრძოდა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის.

სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. ძალიან ვაფასებთ თქვენს ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ვაღიარებთ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოში გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყნებზეც.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ დაუჭიროს მხარი კანონპროექტს და დაუბრუნდეს რეფორმების დღის წესრიგს, რაც ძალიან საჭიროა საქართველოს დემოკრატიზაციისა და განვითარების უწყვეტი ლიდერობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 53 ორგანიზაცია და 5 პირი აწერს.

Freedom House-ის ინფორმაციით, ქართველმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს საქართველოში მოქმედ ძირითად, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, აზიის განვითარების ბანკს (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) და საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) - წერილით მათ მოუწოდეს, გამოხატონ თავიანთი წუხილი ინიციირებული კანონის მიმართ და დაგმონ საქართველოში დამოუკიდებელი ხმის ჩახშობის მცდელობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები