მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500 Georgia-ზე განაცხადების მიღების ვადა 4 მარტამდე გახანგრძლივდა

საქ
01.03.24 16:26
112

უკვე მეოთხე წელია, რაც 500 Global-ი, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, წელიწადში ორჯერ საქართველოში 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს.

ეს არის შესაძლებლობა ქართული და უცხოური სტარტაპებისთვის, იმუშაონ მსოფლიო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად საკუთარი ბიზნესის ზრდის და ფონდების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც ხელს შეუწყობს მათ ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას.

500 Georgia-ს ფარგლებში უკვე 60-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა 12-კვირიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამა, ახლა კი 500 Georgia მეექვსე ნაკადის გადასამზადებლად ემზადება. ინტერესის გამო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა და ის 4 მარტს დასრულდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილე სტარტაპებმა გაიარეს ბიზნესის ზრდის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინისა და სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო კურსები. შეიმუშავეს ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო მეტრიკები. პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე - Demo Day-ზე კი საკუთარი სტარტაპები ინვესტორებსა და ფართო აუდიტორიას წარუდგინეს.

500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობა 25-მა ქართულმა სტარტაპმა მიიღო.

მათ შორის იყო ქართული კომპანია Cargon-ი, რომლის შემოსავლებიც 2019 წელთან შედარებით თითქმის 100%-ით გაიზარდა და $1.9 მილიონს მიაღწია. ამჟამად, სტარტაპი 500 Georgia-ში მიღებული გამოცდილების იმპლემენტაციას 3 ქვეყანაში აპირებს.

„500 Georgia Cargon-ის განვითარების სერიოზული ბიძგი გამოდგა. მენტორებთან ურთიერთობა შიდა პროცესების გადალაგებაში დაგვეხმარა, მთლიანად შევცვალეთ UX/UI დიზაინი და ა.შ. რაც შეეხება ინვესტორებთან ურთიერთობას, ცხადია აქამდეც გვქონდა არაერთი მცდელობა, თუმცა, როდესაც მსოფლიოს ტოპ აქსელერატორისგან იღებ ვალიდაციას, ყველა სხვა თვალით გიყურებს და უფრო სერიოზულ ინტერესს იჩენს. ჩვენც უფრო მეტად თავდაჯერებულები გავხდით“ – აღნიშნავს ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი.

პროგრამაში ასევე მონაწილეობდა კომპანია Awork-ი - პირველი ქართული დასაქმების აპლიკაცია, რომელიც სამსახურის მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს.

როგორც სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი რაზმაძე აღნიშნავს, პროგრამის გავლის შემდეგ მათ დანერგეს ხელსაწყოები, რომელთა მეშვეობითაც მარტივად იღებენ და აკვირდებიან მომხმარებელთა უკუკავშირს, აანალიზებენ მას და შემდეგ ბიზნესგადაწყვეტილებებში თარგმნიან.

„ყოველკვირეულად დაახლოებით, 10-15%-ით ვიზრდებოდით. ეს ზრდა ეხებოდა როგორც კომპანიის შემოსავალს, ასევე მომხმარებლების რაოდენობას, პლატფორმებზე ყოველდღიურ ვიზიტორებს, სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციას, აპლიკაციის ჩამოტვირთვას და სხვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ განვახორციელეთ აპლიკაციისა და ვებგვერდის სრული რედიზაინი და გავხადეთ უფრო თანამედროვე. 500 Georgia-ს შემდეგ უფრო გაზრდილები და "წელში გამართულები"/თავდაჯერებულები ვართ", — აღნიშნავს გიორგი რაზმაძე.

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ 500 Global-ის გლობალური სტარტაპების ქსელის წევრი, 4 მარტის ჩათვლით შეავსეთ განაცხადი ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები