მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$500 პრემია ყველას, ვინც აიცრება - Bolthouse Farms-ი თანამშრომლებს ახალისებს

6063179b6bdb9
თათია კაკიაშვილი
31.03.21 00:25
969

ამერიკულ კომპანია Bolthouse Farms-ში დასაქმებული ყველა თანამშრომელი, ვინც COVID-ვაქცინას გაიკეთებს, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისგან 500-დოლარიან პრემიას მიიღებს. ამის შესახებ თავად Bolthouse Farms-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ დუნმა განაცხადა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომპანია ამ გზით საკუთარ თანამშრომლებს ახალისებს, რომ ვაქცინა გაიკეთონ.

საგულისხმოა, რომ Bolthouse–მა 1800 დასაქმებულიდან 1000-ზე მეტი ადამიანი უკვე აცრა. კომპანიაში ვაქცინაციის პირველი ეტაპი 26 თებერვალს, 65 წლის და უფროსი თანამშრომლებისთვის ჩატარდა. კომპანიის მიზანია, თანამშრომლების 65% მაინც აიცრას და, არსებული ინფორმაციით, ისინი ამ მიზანს მალე გადააჭარბებენ კიდეც.



ცნობისთვის, Bolthouse Farms-ი საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც არიზონაში, ვაშინგტონსა და ილინოისში ოპერირებს. კომპანია იმ პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის მოხვდა, რომლის თანამშრომლების აცრაც ვაქცინაციის პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები