მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

500Georgia პროგრამის ორი გამარჯვებული სტარტაპი გაზაფხულზე "სილიკონის ველზე" გაემგზავრება

5f8893fd98b50
თამთა ჯიჯავაძე
15.10.20 22:23
2041
500Georgia აქსელერაციის პროგრამის ორი გამარჯვებული სტარტაპი 2021 წლის გაზაფხულზე კალიფორნიაში, "სილიკონის ველზე" გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

საუბარია CARDEAL-ზე, რომელიც ავტომობილების აუქციონის საერთაშორისო ბაზარს წარმოადგენს და Cargon-ზე, რომელიც ინტელექტუალური ლოგისტიკური პლატფორმაა.

გამარჯვებულები აშშ-ში 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, რაც მათ სტარტაპების დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარებათ.

პროგრამას საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ბანკი ახორციელებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები