კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 537-ით, 236 028-მდე გაიზარდა. სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მაჩვენებლები განახლდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 494-მა მოქალაქემ დაამარცხა და ამჟამად მაჩვენებელი 224 189-ს შეადგენს.
8 იანვრის სტატისტიკა ასეთია:
მათ შორის გარდაცვლილი - 2728 , ბოლო 24 საათში - 34
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320 PCR ტესტით
კარანტინის რეჟიმში - 491
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3898
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 742




























