მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

55 ადამიანი დაემატა სანქციების სია, ვწუხვართ რაც პოლიტიკურად საქართველოში ხდება - ლატვიის საგარეოს წარმომადგენელი

ლატვია

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა არტომ ურსულსკისიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, საქართველოზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ცდილობენ საქართველოს მიმართ ზომების გამოყენებაზე, ევროკავშირის შიგნით მხარდაჭერა გაზარდონ.

"55 ადამიანი დაემატა სიას. ძალიან ვწუხვართ რაც ხდება პოლიტიკურად საქართველოში. არის გარკვეული პრობლემები სიტყვის თავისუფლებასთან, პოლიტიკური ოპონენტები ციხეში არიან ან იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ. ვეცდებით რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მივიღოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რადგან მხოლოდ ერთობლივმა ძლიერმა პოზიციამ შეიძლება იმუშაოს. უკვე გვქონდა გარკვეული კომუნიკაცია სხვებთანაც. გვყავს მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნების საკმაოდ დიდი ჯგუფი და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ პარტნიორს მოვიზიდავთ. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ხმამაღლა, მაგრამ მეტი ძალა გვჭირდება თუ გვინდა, რომ საქართველოს მმართველ პარტიასთან ამჟამად რაიმე პროგრესს მივაღწიოთ", - განაცხადა ურსულსკისიმ.

გუშინ, 14 ივლისს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ X-ზე დაწერა, რომ ქვეყანაში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აუკრძალეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები