სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 30%-ს ამ გადაწყვეტილების შესახებ არ სმენია, ხოლო 8% ამბობს, რომ არ იცის.
NDI-მ დამატებითი კითხვა დაუსვა იმ 62%-ს, ვინც ინფორმირებულია ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ. მათი 56% ეთანხმება აზრს, რომ საქართველოს მთავრობამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად არასაკმარისი გააკეთა. 32% აცხადებს, რომ კანდიდატობის სტატუსისთვის ყველაფერი გაკეთდა. 7% აცხადებს, რომ "არცერთ პოზიციას" არ ეთანხმება, 5% კი ამბობს რომ "არ იცის".




























