მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეფინანსირების განაკვეთი 7.5%... - როგორია G&T-ის პროგნოზები?

საქართველო

Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, იანვარში საგარეო შემოდინებები (მათ შორის საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმის შემოსავლები) წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

უფრო დეტალურად, საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა და 480.4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 13.4%-ით გაიზარდა 325.3 მილიონ აშშ დოლარამდე, ხოლო ფულადი გზავნილები 16.6%-ით გაიზარდა და 282.6 მილიონი აშშ დოლარი იყო.

მიმოხილვაში მოყვანილია საინვესტიციო ბანკის მოლოდინებით ძირითად მაჩვენებლებთან დაკავშირებით. Galt & Taggart მიმდინარე წელს ასეთ პროგნოზებს აკეთებს:

  • ეკონომიკური ზრდა 6%;
  • საშუალო წლიური ინფლაცია 3%;
  • ინფლაციის დინამიკის შემსუბუქება მომდევნო თვეებში შექმნის სივრცეს თანდათანობითი ნორმალიზაციისთვის და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კუმულაციურად 50 საბაზისო პუნქტით, 7.5%-მდე შემცირდება;
  • ლარის/აშშ დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი 2.68;
  • ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $5 მილიარდს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები