ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ განაცხადა, რომ მან და მისმა 6-მა კოლეგამ, რომლებიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში იყვნენ, თაღლითობა და დაშინება დაინახეს. როგორც მან ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ საქართველოს საკითხზე დებატები უნდა გაიმართოს.
"ჩემი ექვს კოლეგასთან ერთად საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში ვიყავი. დავინახეთ თაღლითობა, დაშინება, და ამიტომ მსურს, რომ ამაზე დებატები გავმართოთ.
რაც ახლა საქართველოში ხდება, ვსაუბრობ პროტესტებზე, ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით გამოსულ ხალხზე, რომლებიც ბევრს ელიან ევროკავშირისგან. სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ბოლო შეხვედრაზე ვერ გამონახა დრო ამაზე საუბრისთვის.
ჩვენ დემოკრატიის სახლი ვართ ევროპაში და დრო უნდა გამოვნახოთ არა მხოლოდ იმაზე სადებატოდ, თუ რა ხდება საქართველოში, არამედ რეზოლუციის მიღებით ჩვენი პოზიციის ოფიციალურად დასაფიქსირებლად. სწორედ ამიტომ, მოვითხოვ შემდეგ სესიაზე, ეს დღის წესრიგის ნაწილი გახდეს",- თქვა ევროპარლამენტარმა",- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მის წინადადებას, რომ საქართველოზე დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს მხარი 309 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 191 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.