მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 მოადგილე გყავთ, ხომ არ გებევრებათ? - დეპუტატი ფინანსთა მინისტრს

620e3995da995
მარიამ ვარადაშვილი
17.02.22 16:02
1043
პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი დაინტერესდა, ფინანსთა მინისტრისთვის ბევრი ხომ არ არის ექვსი მოადგილის ყოლა. კერძოდ, ახვლედიანმა “მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტში მყოფ ფინანსთა მინისტს ჰკითხა, რას აპირებს ამ მიმართულებით.

“ფინანსთა სამინისტრო მაგალითის მიმცემი უნდა იყოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, თუ როგორ დაზოგოს სახელმწიფო ხარჯი. ბატონო მინისტრო, თუ არ ვცდები ექვსი მოადგილე გყავთ. საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ნამეტანი ხომ არაა? ხომ არ გებევრებათ? თუ ვნახავთ სამინისტროს სტრუქტურას და არა მხოლოდ თქვენი სამინისტროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს მოწყობის სტრუქტურას დღევანდელ საქრათველოში, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი ხარჯი ფუჭი და უსარგებლოა. მგონია, რომ ეს არის თემა, რაზეც თქვენ როგორც მინისტრი განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეთ. გთხოვთ, გვითხართ რას აპირებთ ამ მიმართულებით”,-განაცხადა ახვლედიანმა.

ამ ეტაპზე ფინანსთა მინისტრს 6 მოადგილე ჰყავს: გიორგი კაკაურიძე; ცოტნე ყავლაშვილი; მიხეილ დუნდუა; მამუკა ბარათაშვილი; მირზა გელაშვილი და ეკატერინე გუნცაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები