მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 ოქტომბერს, კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ბიემჯი
BM. GE
02.10.23 10:00
49

6 ოქტომბერს, 16:30 საათზე, სასტუმრო სტამბაში, CENN, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერითა და პარტნიორ ორგანიზაციებთან Prevent Waste Alliance, RARE, Procredit Bank და Business Media Georgia-სთან ერთად, გამართავს კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ გამარჯვებული ბიზნესებისა და ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონიას.

კონკურსის მონაწილეები არიან:

1. ნორვეგიის საელჩო საქართველოში;
2. აშშ-ის საელჩო საქართველოში;
3. „სილქ ჰოსპიტალითი“;
4. შერატონ გრანდ მეტეხი პალასი;
5. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
6. საჩხერის ახალგაზრდული ცენტრი;
7. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი;
8. ბოლტი
9. APM Termilas ფოთი
10. საქართველოს მშვიდობის კორპუსი

დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა 3 გამარჯვებული, რომელთა ვინაობაც დასახელდება 6 ოქტომბრის ცერემონიაზე და გადაეცემათ ჯილდოები. კონკურსის პარტნიორი კომპანიები:ProCredit Bank და Business Media Georgia, ასევე გადასცემენ პრიზებს თავიანთ რჩეულ ბიზნესებს/ორგანიზაციებს.

შედეგად, ათასობით ერთჯერადი პლასტმასის ნარჩენების შემცირება მოხერხდა სხვადასხვა ღონისძიებების გატარებით. თითო ორგანიზაციამ თუ კომპანიამ, თავიანთ კონტექსტზე მორგებული ინტერვენციები განახორციელა, და უმრავლეს შემთხვევაში მოხდა ერთჯერადი პლასტმასის მოხმარებიდან და შესყიდვებიდან სრულად ამოღება.

პროექტის ფარგლებში, მონაწილე ორგანიზაციებსა და კომპანიებს, ჩაუტარდათ ტრენინგები, შემდეგ საკითხებზე:

- ნარჩენების ნაკადების იდენტიფიცირება, აღრიცხვა და შემცირების გეგმის შემუშავება
- ქცევაზე ორიენტირებული კამპანიებისა და ღონისძიებების განხორციელება

კონკურსის მიზანს წარმოადგენდა:

- კომპანიებისა და ორგანიზაციების წახალისება თავიდან აირიდონ, ან შეამცირონ ერთჯერადი გამოყენის პლატსმასის პროდუქტების მოხმარება და ჩაანაცვლონ ისინი უფრო მდგრადი (ხანგრძლივი გამოყენების) პროდუქტებით;
- მწვანე პოლიტიკის გამტარებელი კომპანიებისა და ორგანიზაციების წახალისება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები