2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 6.7%-ით 48.6 მლნ დოლარამდე შემცირდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უცხოური ინვესტიციის სახით აშშ-დან ყველაზე დიდი თანხები უძრავი ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობებში ჩაიდო. BM.GE-მ საქსტატიდან სექტორები გამოითხოვა, სადაც წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო. დარგების რეიტინგი ასეთია:
- უძრავი ქონება - $22.5 მლნ;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - $16.5 მლნ;
- განათლება - $3.6 მლნ;
- ენერგეტიკა - ...;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - $2.1 მლნ;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - $903 ათასი;
- მშენებლობა - $843 ათასი;
- სხვა სახის მომსახურება - $766 ათასი;
- ტრასნპორტი და დასაწყობება - $652 ათასი;
- სტუმარმასპინძლობა - $131 ათასი.
საქსტატში განმარტავენ, რომ ენერგეტიკაში აშშ-დან ჩადებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა კონფიდენციალურია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის თანახმად, რადგან ეს მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი იდენტიფიცირების ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
რაც შეება კომპანიებს, სადაც იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი ამერიკული ინვესტიცია ჩაიდო, ათეული, რომელიც რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული, ასე გამოიყურება:
- შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია;
- შპს ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი;
- სს დარიალი ენერჯი;
- საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო;
- შპს საქართველოს უნივერსიტეტი;
- ტექნოლოჯი მენეჯმენტ კომპანი ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში;
- შპს მაგთიკომი;
- საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს თბილისის ფილიალი (IREX);
- ეკონომიკის გაუმჯობესება ძლიერი საზოგადოებისთვის ფილიალი საქართველოში;
- რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქართველოს წარმომადგენლობა.




























