მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტი გაიზარდა

მილსადენი

იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის მილსადენების გავლით 19 მილიონ 238 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 2.1%-ით ჩამორჩება. ინფორმაციას BMG-ის აზერბაიჯანის ბიურო ქვეყნის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ჯამში 14 მილიონ 468 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა.

აქედან 6 თვეში მილსადენით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა წლიურად 6.3%-ით შემცირდა, ხოლო თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან ტრანზიტული ნავთობის მოცულობა 9.75%-ით გაიზარდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის 81.4%-ს ანუ 11 მილიონ 773 ათასი ტონა ნავთობი აზერბაიჯანში იყო წარმოებული, 18.6% ანუ 2 მილიონ 694 ათასი ტონა კი თურქმენული და ყაზახური ნავთობი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები