მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდვები შემცირდა

მილსადენი

მიმდინარე წლის ექვს თვეში (იანვარ-ივნისი) საქართველოდან ნავთობგადაზიდვები შემცირდა. 2025 წლის ექვს თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდულია 13.9 მლნ ტონა ნავთობი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 0.6 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ბაქო-სუფსის მილსადენი წელსაც გაჩერებულია.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მსხვილი აქციონერები არიან: bp (30%), SOCAR (25%), MOL (8.9%), Equinor (8.7%). მილსადენი სათავეს იღებს ბაქოს სანგაჩალის ტერმინალიდან, გადის საქართველოს ტერიტორიაზე 6 მუნიციპალიტეტში და სრულდება ჯეიჰანის საზღვაო პორტთან, თურქეთში. ნავთობსადენი სამხრეთ კავკასიის მილსადენის პარალელურად გადის.

სამხრეთ კავკასიის დერეფანში ნავთობსადენების წარმატებული პროექტების განხორციელებამ აზერბაიჯანული შაჰ-დენიზის საბადოს გაზის საექსპორტო მარშრუტის მიმართულებაც განსაზღვრა. ახალი გაზსადენი [სამხრეთ კავკასიური მილსადენი] ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გასწვრივ აშენდა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ბაქო-სუფსის მილსადენი წელსაც გაჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები