მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა თითქმის 5%-ით გაიზარდა

მილსადენი

2023 სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით [BTC] 2.5 მლნ ტონა ნავთობი იქნა ტრანსპორტირებული. სულ მიმდინარე წლის 9 თვეში გაზსადენით 22.7 მლნ ტონა ნავთობი გადაიტანეს. მიმდინარე წელს მხოლოდ ერთი თვე მუშაობდა დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით [WREP], რომლითაც 100 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა.

როგორც BMG-ის ნავთობისა და გაზის კორპორაციაში უთხრეს, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ბაქო- -თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენით ჯამში 21.7 მლნ ტონა ნავთობი [თითქმის 5%-ით ნაკლები] გადაზიდეს. რაც შეეხება ბაქო სუფსას მილსადენს [WREP], გასული წლის შესაბამის პერიოდში 971 161 ტონა ნავთობი იყო გადაზიდული. 

საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდება ორი ნავთობსადენით: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენითა და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოზე მოპოვებული ნავთობი თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს. მილსადენის სიგრძეა 1768 კმ, აქედან 229 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი 1999 წლიდან ფუნქციონირებს. დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, ხოლო დიამეტრი - 530 მმ. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები