მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტიდან პირველად, ბაქო-თბილისი - ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა

მილსადენი

მარტიდან პირველად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა.

„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, აგვისტოში მილსადენით 2.5 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც წინა თვეების მაჩვენებელს 0.1 მლნ ტონით ჩამორჩება. მიმდინარე წლის მარტიდან ნავთობსადენის ყოველთვიური დატვირთვის მაჩვენებელი 2.6 მლნ ტონას აღწევდა.

მთლიანობაში, 8 თვეში საქართველოს დერეფნის გავლით 20.2 მლნ ტონა აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობის გადაიტვირთა. აქედან, მხოლოდ 100 000 ტონა გაატარა  ბაქო-სუფსის მილსადენმა.  ეს მილსადენი წელს მხოლოდ  თებერვალში დაიტვირთა. დანარჩენ თვეებში არ ფუნქციონირებდა. 

გასული ამავე პერიოდში ბაქო-თბილისი - ჯეიჰანის მილსადენით 18.9 მლნ ტონა ნავთობის გატარება მოხდა, ბაქო-სუფსის მილსადენით - 1 მლნ ტონის.

2022 წელს სულ, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით 30.8 მლნ ტონა ნავთობის  ტრანზიტი განხორციელდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები