მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება 10%-ით შემცირდა, მიზეზი მძიმე მრეწველობის სექტორია

64c27df09ba58
მარიამ ვარადაშვილი
27.07.23 21:00
573

2023 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 10%-ით შემცირდა და 6.6 ტვტ.სთ შეადგინა.

Galt and taggart-ის ინფორმაციით, აღნიშნული კლება უკავშირდება ჯორჯიან მანგანეზის, მეტალურგიული და მაინინგ კომპანიების წარმოების კლებას, რაც თავის მხრივ, დაკავშირებული იყო მათ საბოლოო პროდუქტებზე მოთხოვნისა და ფასების ვარდნასთან. მათი მოხმარების კლება დაიწყო 2022 წლის მეორე ნახევარში და სავარაუდოდ 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ჯამური მოხმარების კლებაზე დიდი გავლენა ჰქონდა ასევე აფხაზეთის რეგიონის მოხმარების წლიურ 14.2%-იან კლებას.

2023 წლის პირველ ნახევარში ჯამური მოთხოვნის 69.7% ჰიდროგენერაციით დაკმაყოფილდა, მიუხედავად მთლიანი გამომუშავების 3.6%-იანი კლებისა. ჰიდროენერგიის კლება უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო ენგურისა და ვარდნილის კასკადის გენერაციის 14.0%-იანი წლიური შემცირებით. ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებამ ჯამური მიწოდების მხოლოდ 0.6% შეადგენდა. მოთხოვნის დანარჩენი 29.8% დაკმაყოფილდა თბოსადგურების გენერაციით (21.9%) და იმპორტით (7.8%). 

თბოსადგურების გამომუშავება წლიურად 12.8%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტი 49%-ით შემცირდა. ეს გადასვლა ელექტროენერგიის იმპორტიდან თბოგენერაციაზე ძირითადად ფასთაშორის არსებული სხვაობით აიხსნება. ელექტროენერგიის კომერციული იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 7-7.5 აშშ ცენტის ფარგლებში იყო, ხოლო თბოგენერაციის ფასი მერყეობდა კვტ.სთზე 3.3 აშშ ცენტსა (მაგ. გარდაბანი-1) და 5.4 აშშ ცენტამდე. საქართველომ მოახერხა თბოგენერაციაზე დაბალი ფასის შენარჩუნება ე.წ. „სოციალური გაზის“ მეშვეობით. „სოციალურ გაზს“ საქართველო იღებს ბუნებრივი აირის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარების საფასურად. თბოსადგურების გაზრდილმა მოცულობამ შესაძლებელი გახადა ელექტროენერგიის ექსპორტის აპრილიდან დაწყება. 

ელექტროენერგიის ფასი თურქულ ბაზარზე კვლავ მაღალია, თუმცა შემცირებულია 2022 წელთან შედარებით. თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასის ასეთი ზრდის მიზეზი არის მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გამო გლობალურად გაზრდილი ბუნებრივი აირის ფასები და თურქული ბაზრის დამოკიდებულება გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზე.

ადგილობრივ ბაზარზე მოხმარების შემცირებამ და თბოსადგურების მუშაობამ შესაძლებელი გახადა ექსპორტის აპრილში დაწყება და საექსპორტო მოცულობის ზრდა. მიუხედავად რაოდენობის ასეთი მაღალი ზრდისა, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მცირედით შემცირდა 2.4%-ით, ექსპორტის საშუალო ფასის წლიური 19.6%-იანი შემცირების შედეგად. 2023 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 6.9 აშშ ცენტი შეადგინა.

ტოპ-3 ექსპორტიორი თურქეთში იყვნენ "ბუქაბს სოლუშენი", "ლუქს ენერჯი თრეიდინგი" და "აჭარისწყალი". ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2023 წლის აპრილში დამტკიცებული ელექტროენერგიის წლიური საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, ელექტროენერგიის ექსპორტი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები