მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში ექსპლუატაციაში 1 720 ობიექტი მიიღეს - როგორია განაწილება რეგიონების მიხედვით?

საქსტატი

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ექსპლუატაციაში 1 720 ობიექტი მიიღეს - ამის შესახებ საქსტატის პუბლიკაციაში ვკითხულობთ.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა 17.4%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ამასთან, წლიურ ჭრილში 19.7%-ით გაიზარდა ექსპლუატაციაში მიღებული ნაგებობების ფართობიც - 1 600 700 კვ.მ.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი 4 რეგიონზე: თბილისზე, მცხეთა-მთიანეთზე, კახეთსა და იმერეთზე - მოდის.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების პროცენტული განაწილება რეგიონების მიხედვით:

  1. თბილისი - 37.0%
  2. მცხეთა-მთიანეთი - 13.1%
  3. კახეთი - 12.6%
  4. იმერეთი - 9.1%
  5. სამცხე-ჯავახეთი - 6.9%
  6. ქვემო ქართლი - 6.3%
  7. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5.7%
  8. შიდა ქართლი - 4.2%
  9. აჭარის ა.რ. - 2.4%
  10. გურია - 2.1%
  11. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.7%

რაც შეეხება 2024 წლის 6 თვეში მშენებლობაზე გაცემულ ნებართვებს - ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ივნისში გაცემულია 5 594 ნებართვა - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტი - 5 393.5 ათასი კვ.მ ფართობის (წლიურ ჭრილში 35%-ით მეტი) შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ნებართვების 74% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.9% მოდის ქ. თბილისზე, 9.7%- ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.3% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1% - კახეთის რეგიონზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები