მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"6 თვეში ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ში ფეროშენადნობების ქარხანა გაიხსნება"

5e6110f1e8532
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.20 09:40
1529
6 თვეში ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ში ფეროშენადნობების ქარხანა გაიხსნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰუალინგის ქუთაისის თაისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ისთვის 2019 წელი წარმატებული იყო, იმიტომ რომ მრავალმინილიონიანი საინვესტიციო პროექტები განხორციელდა. მათი ნაწილი უკვე ამოქმედებულია, ნაწილი კი წელს ამოქმდდება.

„ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ში სიახლეებია, ჩვენთან ოპერირებას იწყებს პლასტმასის ორი გადამამუშავებელი საწარმო, რომლის ინვესტიციები რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს და დასაქმდება რამდენიმე ასეული ადამიანი.

ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მშენებლობა ამ პერიოდში მიმდინარეობს, არის საყოფაცხოვრებო ავეჯის წარმოება, ამ პროექტშიც მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება, დასაქმების კუთხითაც გამორჩეულია.

უკვე ოპერირებს რამდენიმე მსხვილი უცხოური ინვესტიციით ამოქმედებული კომპანია, მათ შორის გამორჩეულია გერმანული ინვესტიციით შექმნილი მზის პანელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავის პროდუქტს ყიდის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტსაც ახორციელებს. ამ პროექტში დასაქმებულია 150 ადამიანი და ამ მიმართულებით კომპანია დასაქმებულების რაოდენობის ზრდას გეგმავს.

უახლოეს მომავლაში მზად არის და გაეშვება ჩინური ინვესტიციით შექმნილი ფეროშენადნობების ქარხანა. სამონტაჟო ნაწილი დასრულებულია და მიმდინარეობს ელექტროფიკაციის სამუშაობი. უახლესი 6 თვის განმავლობაში ეს პროექტიც ჩაეშვება, ამ პროექტშიც რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციაა ჩადებული.

შესაბამისად, ამ მხრივ 2019 წელი შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ და 2020 წელს უკვე რეალიზაცია იქნება ამ დაგეგმილი პროექტების, რომელიც ჩვენს თიზ-ში მოქმედებს“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები