მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში Jobs.ge-ზე ყველაზე მეტი ვაკანსია ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნდა

ჯობს.ჯი

2024 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით დასაქმების პლატფორმა Jobs.ge-ზე 47 739 ვაკანსია გამოქვეყნდა - ამის შესახებ PMCG-ის "დასაქმების თრექერის" ბოლო ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

ანგარიშის თანახმად, მხოლოდ სექტემბერში jobs.ge-ზე 8 347 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც თვიურ ჭრილში 12.1%-იანი ზრდაა. რაც შეეხება წლის 6 თვეს (აპრილი-სექტემბერი), ამ შემთხვევაში ზრდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.5%-ია.

კატეგორიების მიხედვით, 2024 წლის აპრილ-სექტემბერში ყველაზე მეტი, 10 773 ვაკანსია ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში გამოცხადდა. მეორე ადგილზეა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორია 8 423 ვაკანსიით. 8 059 ვაკანსია კი ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში გამოცხადდა.

ამასთან, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა ყველაზე მეტად, 19.2%-ით, სწორედ ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში გაიზარდა. ადმინისტრაციის კატეგორიაში ვაკანსიების რაოდენობის ზრდამ 3.2%, ფინანსების კატეგორიაში კი - 3.0% შეადგინა.

Jobs.ge-ზე 6 თვეში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები