მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

6 თვეში კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო 113 სუბიექტი დაჯარიმდა - შრომის ინსპექცია

60f925b76d930
ანუკა ჯოხაძე
22.07.21 12:00
662
საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით აკრძალულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, ქორწილთან, ნებისმიერ იუბილესთან და მათ შორის, მასობრივ გასართობ ღონისძიებებთან. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მასშტაბით დღესაც იმართება მსგავსი ტიპის შეკრებები.

როგორც შრომის ინსპექციაში გვაპასუხობენ, 2021 წლის პირველ ნახევარში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შემუშავებული ღონისძიებების აღსრულების კუთხით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 19 317 აქტივობა განხორციელდა, რომელიც უშუალოდ ინსპექტირებასა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობას მოიცავდა.

მათი განმარტებით, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელდა 16 696 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ ნახევარში დაჯარიმებული 113 სუბიექტიდან, 52 იურიდიული, ხოლო 61 ფიზიკური პირი იყო. მათი განმარტებით, ბიზნეს სექტორის ინფორმირებისას აკრძალული საქმიანობა შეუჩერდა - 201 ობიექტს, ხოლო რეკომენდაციების აღსრულებაზე შემოწმდა 199 ობიექტი;

თვეების ჭრილში ჩაშლილი სტატისტიკა შრომის ინსპექციას ამ დრომდე არ მოუწოდებია. ამ მიმართულებით არსებული ინფორმაციის მიღებისთანავე შესაბამის სტატისტიკას BM.GE შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები